ლევანდოვსკი: ამიტომ არის კლოპი ჩემი საყვარელი მწვრთნელი

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი საუბრობს, თუ რატომ არის მისი საყვარელი მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომელთან ერთად ის დორტმუნდის "ბორუსიაში" მუშაობდა.

"ვფიქრობ, კლოპი ჩემი საყვარელი მწვრთნელია, მის შემდეგ კი - გვარდიოლა. იურგენს ორი პიროვნება აქვს. ის თითქოს მამაა და ამას ყველა ამჩნევს, მაგრამ მეორე მხრივ, მენეჯერიც არის. მას შეუძლია თქვენ ნებისმიერი რამ გითხრათ. ეს ეხება კარგსაც და ცუდსაც.

ასევე, ის ფეხბურთელებისთვის ძალიან კარგი მოტივატორია. იდეალურად გრძნობს, როდის უნდა გიბიძგოს, როდის წაგახალისოს ან პირიქით, როდის არ გააკეთოს ეს. იურგენი - დიდებული მწვრთნელია,
მაგრამ, ასევე, დიდებული ადამიანიც არის." - ციტირებს რობერტს Goal.com-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული