რუმენიგე: ლევანდოვსკი ადონისს ჰგავს, 35 წლისა რონალდოზე უკეთესი იქნება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ერთერთმა ხელმძღვანელმა კარლ ჰაინც რუმენიგემ კიდევ ერთი ფრთიანი ფრაზა წარმოთქვა და რობერტ ლევანდოვსკი მითოლოგიურ ღვთაებას შეადარა.

"შესაძლოა, რობერტო ყველაზე დიდი პროფესიონალია ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია. 35 წლის ასაკში ლევანდოვსკი რონალდოზე უკეთესი იქნება(იგულისხმა, რა დონისაც რონალდო 35 წლის ასაკშია).

ის ახალგაზრდებისთვის საუკეთესო მაგალითია. მისი დიეტა, ცხოვრების წესი - ყველაფერი წარმატებაზეა ორიენტირებული. როცა მის დაკუნთულ მუცელს ვხედავ, ვფიქრობ, ის ადონისივითაა (ფინიკიელთა ღვთაება, მოკვდავი და გაცოცხლებადი ბუნების სიმბოლო). უკეთესი შეუძლებელია არსებობდეს.

მიმდინარე წელში რობერტი ყველაზე მეტად იმსახურებს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვებას.
მან საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო ბუნდესლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასზე მოიპოვა. საოცარი სეზონი ჩაატარა,"- განაცხადა რუმენიგემ.

მომზადებულია Bundesliga.com-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 5 /
Levandovski didi igrokia magram adrec vtqvi da exlac davamateb, arseboben didi fedburtelebi da arian diadi fedburtelebi. Fexburtis istorias gadaxedet da levandovskebs mozebnit araerts, ai ronis da mesis mozebna gagichirdebat zalian. Tu mat cxovrebis cesis mixedvit daicyebt zebnas vabshe ver ipovot sheizleba ertic.
Milani
20:33 30-08-2020
0
ეხლავე უფრო ბებერი (ასაკიანი) ჩანს და მერე რავიცი, გაახალგაზრდავდება?
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული