ლიოვი: ლევანდოვსკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ საუკეთესო ის არაა...

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა განაცხადა, თუ ვის მისცემს ხმას, თუ "ოქროს ბურთის" გათამაშების კენჭისყრა ჩატარდება.

"რობერტ ლევანდოვსკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ის უმაღლესი დონის ბომბარდირია, თუმცა ჩემთვის წლის საუკეთესო ფეხბურთელი მანუელ ნოიერი არის. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალიდან მოყოლებული, ლისაბონში ნოიერი საოცრებებს სჩადიოდა.

მანუს კონკურენტი მხოლოდ საკუთარი თავია. ის აღმაფრთოვანებელი და დაუჯერებელია. "ლიონთან" შეხვედრაში საკუთარი გუნდი 2 თუ აშკარა გოლისაგან იხსნა. მას უდიდესი ქარიზმა და სიმშვიდე აქვს.

მიუნხენის "ბაიერნის" ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაში მისი წვლილი უდიდესია. ცხადია, კარგია 15 გოლის გატანა, როგორც
ეს ლევანდოვსკიმ გააკეთა, თუმცა "ლიონისა" და პსჟ-ის წინააღმდეგ მატჩებში მანუელი რთულ სიტუაციაში გახლდათ. რომ არა ის, ფინალში ანგარიში, შესაძლოა, 0:1 ან 1:1 გამხდარიყო", - განაცხადა ლიოვმა.

მომზადებულია kicker-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოველი პრიზის მინიჭება გარკვეულ სუბიექტურობას შეიცავს. როგორც წესი
ამ პრიზს მოიპოვებენ მინდვრის მოთამაშეები, თუ მეკარე საოცრებებს არ სჩადის. ამიტომაც მეკარეებიშატვის კიდევ ცალკეა შეფასება და პრიზი. რაც შეეხება წლევანდელ ოქროს ბურთის მინიჭებას ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, მესის წლევანდელი ოქროს ბურთი ცხადად არ ეკუთვნოდა. ჯობია ფედერაციამ ასეთ საკითხებს მიხედოს და შორიდან მაყურებლის პოზიციას ნუ იჭერს. ფეხბურთი ყველა სპორტს აღემატება მნიშვნელობით და გაუაზრებელი ქმედებებით პოპულარობას
ნუ დავუკარგავთ.
გია
18:38 25-12-2021
0

სიახლეები პოპულარული