მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა დავიდ ალაბასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ კომენტარი გააკეთა და ავსტრიელი ფეხბურთელი აგენტი გააკრიტიკა.
"ალაბას აგენტი ნამდვილი, გაუმაძღარი პირანიაა. რეალურად, მთელი პრობლემა ფულში. ალაბა უკვე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობს, სადღა უნდა წავიდეს?!
ყველაზე მეტად სწორედ დავიდის შენარჩუნება გვინდა, მაგრამ პინი ზაჰავის გამო არაფერი გამოდის. ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილება თავად დავიდმა უნდა მიიღოს,"- განაცხადა ჰიონესმა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დავიდ ალაბა და მისი აგენტი "ბაიერნისაგან" 5-წლიან კონტრაქს, წელიწადში, დაახლოებით 25 მილიონი ევროს ანაზღაურებით ითხოვენ. გერმანულ გრანდში კი განაცხადეს,
რომ კლუბმა ფეხბურთელს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება შესთავაზა.
ღირსეული საქციელი: "შალკეს" ახალწვეულმა ხელფასზე უარი თქვა!
"დორტმუნდის" დირექტორი ჰიონესს პასუხობს: ადვილია ლაპარაკი, როცა 250 მილიონზე უფრო დიდი ბიუჯეტი გაქვს