"ბაიერნმა" "შალკე" აბუჩად აიგდო - 8:0! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის პირველ ტურში "ბაიერნმა" "შალკე" 8:0 გაანადგურა. სერჟ გნაბრიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, "მანჩესტერ სიტიდან" გადასულმა ლეროი სანემ კი სადებიუტო მატჩში გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

ლევანდოვსკიმ "ბაიერნში" ბუნდესლიგაზე 163-ე გოლი გაიტანა, კარლ-ჰინც რუმენიგეს გაასწრო და მხოლოდ გერდ მიულერს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 365 გოლია. პოლონელმა თავდამსხმელმა გელზენკირხენელთა კარი ზედიზედ 10 შეხვედრაში დალაშქრა, რაც ლიგის რეკორდია. რობერტმა ჩემპიონატის მიჯრით 7 სასტარტო მატჩში გაიტანა და "შალკეს" ექს-ფორვარდ კლაუს ფიშერის რეკორდი გაიმეორა.

ტომას მიულერმა "ბაიერნში" ყველა ტურნირზე 536 მატჩში მე-200 გოლი გაიტანა.

17 წლისა
და 205 დღის ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა ბუნდესლიგაზე "ბაიერნში" გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

24 სექტემბერს "ბაიერნი" ევროპის სუპერთასზე "სევილიას" შეხვდება.

მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - შალკე 8:0
გოლები: 1:0 გნაბრი (4), 2:0 გორეცკა (19), 3:0 ლევანდოვსკი (31, პენ), 4:0 გნაბრი (47), 5:0 გნაბრი (59), 6:0 მიულერი (69), 7:0 სანე (71), 8:0 მუსიალა (81)

მკითხველის კომენტარები / 18 /
რაღაც ზე ბუნებრივთან გვაქვს მგონი საქმე.
zurabi
19 სექტემბერი 2020 12:17
0
არ ვბალეშიკობ მარა მართლა ბრაო მაგათ, მაყურებლის გარეშე მოტივაცია ნაკლებიაო და ასე შემ, აი თუ არა აქვთ მოტივაცია!!!!
ზ,გ.
19 სექტემბერი 2020 14:37
0
მე მაინც მგონია, რომ ბაიერნი კი არაა მაგარი ნოიერია მაგარი. ფინალს წააგებდნენ ეგ რო არა. მარა სუ ნოიერი ვერ უშველით. ბაიერნიც მაგარია მარა უფრო ნოიერი მგონია.
ირაკლი
19 სექტემბერი 2020 15:09
10
გეთანხმები,სწორედ ნოიერმა გადაარჩინა ბაიერნი ბარსასთან წაგებას ბოლო წამებზე
კარგით რა
19 სექტემბერი 2020 21:53
0
პსჟ 7 და 9 ნოლებს იგებდა გასვლაზე და ლიგაზე 6 და 5 ნოლებს და ერთხელ არ დაუწერიათ აბუჩად აიგდესო.
იკა
19 სექტემბერი 2020 15:02
2
შალკე გუნდი გგონიათ?
123
19 სექტემბერი 2020 13:56
7
ეგ ბარსელონა იყო დასუსტებული, თორემ თქვენ გგონიათ, ბაიერნი ძლიერ გუნდებს რომ შეხვდეს 7 და 8 გოლს გაიტანს? ან მაგდენჯერ კარში დაარტყმევინებენ? იგივე ლივერპულს. სიტის. ხო სუ უგებენ სიტი და ლუვერპული. როცა ფორმაში არიან შესულები ან რეალს. იგივე პსჟს. დორტმუნდს. იუვენტუსს. აიყვანენ ხოლმე ცაში ერთი თამაშით. აეგაა რომ ფეხბურთი არ ესმით ბევრს.
321
19 სექტემბერი 2020 15:00
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული