ბუნდესლიგის პირველ ტურში "ბაიერნმა" "შალკე" 8:0 გაანადგურა. სერჟ გნაბრიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, "მანჩესტერ სიტიდან" გადასულმა ლეროი სანემ კი სადებიუტო მატჩში გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.
ლევანდოვსკიმ "ბაიერნში" ბუნდესლიგაზე 163-ე გოლი გაიტანა, კარლ-ჰინც რუმენიგეს გაასწრო და მხოლოდ გერდ მიულერს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 365 გოლია. პოლონელმა თავდამსხმელმა გელზენკირხენელთა კარი ზედიზედ 10 შეხვედრაში დალაშქრა, რაც ლიგის რეკორდია. რობერტმა ჩემპიონატის მიჯრით 7 სასტარტო მატჩში გაიტანა და "შალკეს" ექს-ფორვარდ კლაუს ფიშერის რეკორდი გაიმეორა.
ტომას მიულერმა "ბაიერნში" ყველა ტურნირზე 536 მატჩში მე-200 გოლი გაიტანა.
17 წლისა და 205 დღის ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა ბუნდესლიგაზე "ბაიერნში" გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
24 სექტემბერს "ბაიერნი" ევროპის სუპერთასზე "სევილიას" შეხვდება.
მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - შალკე 8:0
გოლები: 1:0 გნაბრი (4), 2:0 გორეცკა (19), 3:0 ლევანდოვსკი (31, პენ), 4:0 გნაბრი (47), 5:0 გნაბრი (59), 6:0 მიულერი (69), 7:0 სანე (71), 8:0 მუსიალა (81)