"ბაიერნმა" "დორტმუნდს" სძლია და გერმანიის სუპერთასს მერვედ დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგაზე "ჰოფენჰაიმთან" სენსაციურად დამარცხების (1:4) შემდეგ "ბაიერნმა" სუპერთასზე დაძაბულ ბრძოლაში "დორტმუნდს" 3:2 სძლია.

თავიდან მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრები არ გატყდნენ და ჯერ ბრანდტმა ჰოლანის პასით ანგარიში შეამცირა, ხოლო მერე თავად ჰოლანმაც დაამწუხრა ნოიერი. 82-ე წუთზე კი კიმიჰმა დალაშქრა ჰიტცის კარი და "რეკორდმაისტერს" გამარჯვება და სუპერთასი მოუპოვა.

"ბაიერნი" სუპერთასს მერვედ დაეუფლა - გასულ წელს ამ გუნდების შეხვედრაში "დორტმუნდმა" იმარჯვა და სუპერთასზე მიუნხენელთა სამწლიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

ფლიკის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 40 მატჩში "ბაიერნმა" 5 ტურნირი მოიგო და "ბარსელონას" რეკორდამდე ერთი ტიტული
აკლია.

მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - დორტმუნდი 3:2
გოლები: 1:0 ტოლისო (18), 2:0 მიულერი (32), 2:1 ბრანდტი (39), 2:2 ჰოლანი (55), 3:2 კიმიჰი (82)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიც დაიდოს და ეგაა. მია სან მია :))
Musenbezi
00:39 01-10-2020
1

სიახლეები პოპულარული