მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ბუნდესლიგის მიმდინარე შეჯიბრებაში გოლი ყოველ 37 წუთში ერთხელ გააქვს.
განვილილ 5 ტურში პოლონელმა ფორვარდმა 10 ბურთის გატანა მოახერხა და ამასთანავე, 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა. რასაკვირველია, გერმანულ ლიგის ბომბარდირთა სიას სათავეში სწორედ რობერტი უდგას, უახლოეს მდევარ ხორვატ ანდრეა კრამარიჩს 6 გოლი აქვს, მესამე კი ჰოლანია 5 შედეგიანი დარტყმით.
"ბაიერნს" კი 5 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და ბუნდესლიგაში მეორე ადგილს იკავებს. პირველზე "ლაიპციგი" გახლავთ 13 ქულით.
"ბაიერნმა" "შალკე" აბუჩად აიგდო - 8:0! [VIDEO]