"ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი გუნდის გამოცვლას აპირებს.
ბოატენგს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უთავდება და მის გაგრძელებაზე არავის სიტყვა არ დაუძრავს. ამას სულაც არ განიცდის, ამბობს, რომ ისედაც არ უყვარს ერთ ადგილზე დიდხანს დარჩენა და გუნდსაც დიდი სიამოვნებით გამოიცვლის.
მით უფრო, რომ მშვენიერ სპორტულ ფორმაშია და ამ მხრივ პრობლემები არ შეექმნება. ჟერომმა ირიბად და სხვა კონტექსტში პარიზი და ლონდონიც ახსენა, რაც იმას მიუთითებს, რომ პსჟ-დან და მინიმუმ ერთი ლონდონური კლუბიდან უნდა ჰქონდეს მიწვევა.