მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ France Football-თან "მანჩესტერ იუნაიტედში" ვერშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.
"დორტმუნდში" გატარებული მეორე სეზონის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონთან მქონდა შეხვედრა. მას ჩემი "მანჩესტერში" გადაყვანის სურვილი ჰქონდა და ამ ტრანსფერით მეც ძალიან ვიყავი დაინტერესებული.
პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მინდოდა და მზად ვიყავი, მასთან სამუშაოდ წავსულიყავი. თუმცა "ბორუსიას" ჩემი გაშვება არ უნდოდა.
მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ვერშემდგარმა ტრანსფერმა გული ძალიან არ დამწყვიტა, რადგან "დორტმუნდში" ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა", - აღნიშნა პოლონელმა ბომბარდირმა.
ლევანდოვსკიმ კარიერა პოზნანის "ლეხში" დაიწყო, 2010 წელს დორტმუნდის
"ბორუსიაში" გადავიდა, 4 წლის შემდეგ კი გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "ბაიერნს" შეუერთდა.