"ლევერკუზენის" ფორვარდმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლევერკუზენის "ბაიერის" 24 წლის ნახევარმცველმა ნადიმ ამირიმ ფრანკფურტის "აინტრახტის" კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

წარმოშობით ავღანელმა, თუმცა გერმანიის მოქალაქე ამირიმ ქუსლით ისე შეასრულა, ჩვენს უმრავლესობას უბნის სტადიონზე ბავშვობაშიც რომ არ გამოსდიოდა.

ლევერკუზენელებისდა სამწუხაროდ, ეს გოლი ქულის მომტანიც არ გამოდგა. ჯერ იუნესმა გაათანაბრა, შემდეგ კი ედმუნდ ტაპსობამ "ფარმაცევტები" დააფსო და საკუთარ კარში "აინტრახტის" გამარჯვების გოლი გაიტანა.

თუმცა მატჩის სცენარი ამირის გოლის სილამაზეს ვერაფერს აკლებს...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული