"გლადბახის" საოცარი ქამბექი "ბაიერნთან"

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-15 ტურში "ბაიერნი" გასვლაზე 2:3 დამარცხდა "გლადბახთან". მიუნხენური გუნდი 3 თვის შემდეგ პირველად დამარცხდა და მისი 20-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

არადა, სტუმრები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ და ვინ იფიქრებდა, თუ ამ შეხვედრას წააგებდნენ.

მასპინძელთა 28 წლის ნახევარმცველმა იონას ჰოფმანმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ორი საგოლე პასი მას ლარს შტინდლმა გაუკეთა.

"ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ 14 მატჩში 20 გოლი გაიტანა, რაც მიმდინარე სეზონში ტოპ 5-ის ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.

"რეკორდმაისტერის" მეკარე მანუელ ნოიერმა ზედიზედ მე-10 მატჩში ვერ შეინახა კარი მშრალად.

"ბაიერნი" 33 ქულით ჯერ ისევ პირველ ადგილზეა, მაგრამ თუ "ლაიპციგმა" დღეს საკუთარ მოედანზე "დორტმუნდს" სძლია, გალიდერდება.

აღსანიშნავია, რომ "გლადბახი" ზედიზედ მეოთხე სეზონია "ბაიერნს" პირველ წრეში უგებს, მეორეში კი - მარცხდება.

17 იანვარს "ბაიერნი" "ფრაიბურგს" უმასპინძლებს.

მიონხენგლადბახი. "ბორუსია-პარკი"
გლადბახი - ბაიერნი 3:2
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (20, პენ), 0:2 გორეცკა (26), 1:2 ჰოფმანი (35), 2:2 ჰოფმანი (45), 2:3 ნოიჰაუსი (49)




მკითხველის კომენტარები / 2 /
ქამბექი კი არა,ეგ იყო ყომარი ბაიერნის მხრიდან, კარში არ დაურტყამთ მეორე ტაიმში, კინაღამ დამეძინა ისეთი მეორე ტაიმი იყო.
გია
15:59 09-01-2021
2
ბაიერნ!ეგ ერთი და სხვა მრავალი!
იფ!!!
12:45 09-01-2021
4

სიახლეები პოპულარული