"დორტმუნდმა" "ლაიპციგს" სძლია - ჰოლანის მორიგი რეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის მე-15 ტურში "დორტმუნდმა" სტუმრად 3:1 მოუგო "ლაიპციგს".

არადა, გამარჯვების შემთხვევაში აღმოსავლეთგერმანული გუნდი გალიდერდებოდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და პირველ ადგილზე "ბაიერნი" დარჩა.

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა დუბლი შეასრულა - მან ბუნდესლიგაში ჩატარებულ პირველ 25 მატჩში 25 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა.

ლაიპციგი. "რედ ბული"
ლაიპციგი - დორტმუნდი 1:3
გოლები: 0:1 სანჩო (55), 0:2 ჰოლანი (71), 0:3 ჰოლანი (74), 1:3 სიორლოტი (89)


მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ მარკო როისი ჯანმრთელადაა,ჰოლანი და სანჩო,ერთიორად საშიშები ხდებიან.
სოსო
13:13 10-01-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული