იოვიჩი "რეალიდან" "აინტრახტში" დაბრუნდა

AutoSharing Option
23 წლის სერბი თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი "რეალმა" სეზონის ბოლომდე იჯარით "აინტრახტში" გაუშვა. ფრანკფურტულ გუნდში ის 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

იოვიჩი "რეალმა" 2019 წელს "აინტრახტისგან" 60 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 11 მატჩში დააყენა.

სულ იოვიჩმა "რეალში" 32 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული