"შალკე" "აიაქსის" 37 წლის თავდამსხმელ იან-კლას ჰუნტელაარით დაინტერესდა.
გელზენკირხენული კლუბი იანვარში ნიდერლანდელის დაბრუნებას შეეცდება, რათა ის გუნდს ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმაროს.
ჰუნტელაარმა "შალკეში" 2010-17 წლებში 240 მატჩში 126 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამას წინათ მან თქვა, რომ ზაფხულში თამაშისთვის თავის დანებებას აპირებს.