ჰოლანის შესანიშნავი თამაში "დორტმუდს" ვერ შველის

AutoSharing Option
ყოველ წელს არის მოლოდინი იმისა, რომ "დორტმუნდი" ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში "ბაიერნს" კონკურენციას გაუწევს და მისი გულშემატკივრები მუდამ იმედგაცრუებული რჩებიან.

უკანასკნელ 3 მატჩში "დორტმუნდმა" მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა და ლიდერ "ბაიერნს" უკვე 10 ქულით ჩამორჩა. თანაც, მიუნხენურ გრანდს 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მე-18 ტურში "დორტმუნდი" გასვლაზე 2:4 დამარცხდა "გლადბახთან". ამ მატჩში სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა დუბლი შეასრულა.

მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 13 მატჩში 14 გოლია, ხოლო სულ ჩემპიონატზე 28 მატჩში 27 გოლი გაიტანა და ლეგენდარული უვე ზეელერის რეკორდი
გაიმეორა.

რაც შეეხება "გლადბახს", 25 წლის შემდეგ პირველად გაუტანა "დორტმუნდს" 4 გოლი და მეოთხე ადგილზე აღზევდა.

მიონხენგლადბახი. "ბორუსია-პარკი"
გლადბახი - დორტმუნდი 4:2
გოლები: 1:0 ელვედი (11), 1:1 ჰოლანი (22), 1:2 ჰოლანი (28), 2:2 ელვედი (32), 3:2 ბენსებიანი (49), 4:2 ტიურამი (78)

მკითხველის კომენტარები / 1 /
მთელი გუნდი,შეტევაზეა ორიენტირებული.დაცვა კი,კატასტროფაა.
სოსო
14:50 23-01-2021
0

სიახლეები პოპულარული