ლევანდოვსკის მე-500 გოლი - "ბაიერნმა" ლიდერობა განიმტკიცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის მე-18 ტურში "ბაიერნმა" გელზენკირხენში "შალკეს" დამაჯერებლად მოუგო - 4:0 და ლიდერობა განიმტკიცა. მასპინძელთა კარი 32 წლის პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ დალაშქრა, რომელმაც კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა.

ის მოქმედ ფეხბურთელთა შორის მეოთხეა, მხოლოდ რონალდოს, მესის და იბრაჰიმოვიჩს ჩამორჩება. ამ 500 გოლიდან "ბაიერნში" - 272, "დორტმუნდში" - 103, "ლეხში" - 41, "ზნიჩში" - 21, პოლონეთის ნაკრებში კი 63 გაიტანა.

მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე გერმანიის ჩემპიონატზე 17 მატჩში 23 გოლია.

გელზენკირხენი. "ველტინს-არენა"
შალკე-ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 მიულერი (33), 0:2 ლევანდოვსკი (54), 0:3 მიულერი (88),
0:4 ალაბა (90)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული