"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა, ლეგენდარული ოლივერ კანის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც მეკარემ გერმანიის ბუნდესლიგაში დაამყარა.
გუშინ, 24 იანვარს, "ბაიერნმა" "შალკე" 4:0 დაამარცხა. ამ მატჩში ნოიერმა კარი მშრალად 197-ედ შეინახა და ოლივერის რეკორდი (196 მატჩი) გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, კანი "კარლსრუესა" და "ბაიერნის" ღირსებას 1987-2008 წლებში იცავდა.
მომზადებულია sport-ის მიხედვით
მანუელ ნოიერი საუკეთესოა! ობლაკი მე-6... გაიცანით დეკადის 10 საუკეთესო მეკარე
ლევანდოვსკის მე-500 გოლი - "ბაიერნმა" ლიდერობა განიმტკიცა [VIDEO]