ფლიკმა შეიძლება "ბაიერნი" სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნი" შეიძლება მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა დატოვოს.

მიზეზი ისაა, რომ ფლიკს დაძაბული ურთიერთობა აქვს კლუბის სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩთან, ხოლო მისი პროტეჟე, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე მალე პოსტს დატოვებს. ვარაუდობენ, რომ ფლიკმა შეიძლება გერმანიის ნაკრები ჩაიბაროს.

ფლიკი "რეკორდმაისტერს" 2019 წელს ჩაუდგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე იმარჯვა.

მას მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არიქა, დაითანხმეთ რავარც გინდათ თუ ბიჭები ხართ.
emigranti
01:23 28-01-2021
0
ჰასანას ბავარიის დირექტორად რა უნდა.
ფუი თქვენი
18:11 27-01-2021
1

სიახლეები პოპულარული