ბუნდესლიგაზე "ჰერტას" დამარცხების (1:0) შემდეგ "ბაიერნი" დოჰაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებს, მაგრამ ეს დროულად ვერ მოახერხა.
არსებული წესების თანახმად ბერლინის აეროპორტიდან 00:00 საათიდან 05:00 საათამდე გაფრენა არ შეიძლება, "ბაიერნმა" კი 30 წამით დააგვიანა. ამის გამო რეისი გადაიდო და მთელმა გუნდმა ღამე თვითმფრინავში გაათია.
"რეკორდმაისტერი" მხოლოდ 06:52 საათზე გაფრინდა და თანაც მიუნხენის გავლით, რადგან უძილო ღამის გამო ეკიპაჟის შეცვლა გახდა საჭირო. საბოლოოდ დანიშნულების ადგილზე "ბაიერნი" 09:15 საათზე გაემგზავრა.