ბუნდესლიგის 21-ე ტურში "ბაიერნისა" და "არმინიას" მატჩი 3:3 დასრულდა.
მიუნხენში ისე თოვდა, რომ მოედანზე ხაზები არ ჩანდა და შესვენებამდე თამაში მსაჯმა ხაზების გასავლებად ორჯერ შეაჩერა, ერთ-ერთმა აუტსაიდერმა კი პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. მეორე ტაიმი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და ფრეს მიაღწიეს.
ამით შეწყდა "რეკორდმაისტერის" მოგებათა 7-მატჩიანი სერია, "არმინია" კი "ბაიერნთან" გასვლაზე 3 გოლის გამტანი ბუნდესლიგის მესამე ახალწვეული გუნდი გახდა.
"ბაიერნი" 49 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ლაიპციგს" 5 ქულით უსწრებს და 20 თებერვალს ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდება.
მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - არმინია 3:3
გოლები: 0:1
ვლაპი (9), 0:2 პიპერი (37), 1:2 ლევანდოვსკი (48), 1:3 გებაუერი (49), 2:3 ტოლისო (57), 3:3 დევისი (69)