ჰოლანი რჩება? "დორტმუნდის" სამომავლო გეგმები ცნობილია

AutoSharing Option
"დორტმუნდის" სამომავლო სატრანსფერო გეგმები ცნობილია.

გერმანული კლუბი ერლინგ ჰოლანის გაყიდვას 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ გეგმავს. როგორც ბორუსიელთა ხელმძღვანელობამ განაცხადა, ნორვეგიელი სუპერტალანტის შენარჩუნებას ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში შეძლებს. შეგახსენებთ, "დორტმუნდი" მე-6 ადგილზე იმყოფება და მე-4 ადგილს 6 ქულით ჩამორჩება. 

კლუბის ხელმძღვანელობა "დორტმუნდის" ერთ-ერთი ლიდერის, ჯეიდონ სანჩოს გაყიდვას გეგმავს.  მისი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევრო იქნება. ინგლისელი შემტევით გასულ წელს "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდა, დიდი ალაბთობით კვლავ "წითელი ეშმაკები" შეეცდებიან სანჩოს სარფიანად ხელში ჩაგდებას. 

რაც შეეხება ჰოლანს, ნორვეგიელით "ბარსელონა", "რეალი",
"ჩელსი" და სხვა ევროპული გრანდები დაინტერესდა. 

მომზადებულია sports-ის მიხედვით

altჰოლანი "ბარსელონაში" - ნუთუ ეს შესაძლებელია?

altჰოლანი პრემიერლიგაში? ნორვეგიელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "არისტოკრატებიც" ჩაერთვნენ



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული