თავდამსხმელმა ზემოხსენებული დაზიანება მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაპირისპირებაში მიიღო, სადაც მისმა ნაკრებმა ანდორა 3:0 დაამარცხა, თვითონ ლევანდოვსკიმ კი მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო.
პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაადასტურა, რომ რობერტი ოთხშაბათს ინგლისთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.
32 წლის ფორვარდი გერმანიაში რეაბილიტაციისთვის დაბრუნდა, რომლის გასავლელადაც 5-დან 10 დღემდეა საჭირო. ეს სამწუხარო სიახლე "რეკორდმაისტერის" მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს ძალიან აშინებს, რადგან ბუნდესლიგის ლიდერს აპრილის დასაწყისში საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრები ელოდება.
შეგახსენებთ,
"ბაიერნი" 3 აპრილს "ლაიპციგს" დაუპირისპირება, ხოლო 7 აპრილს "ალიანს არენაზე", ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლებს.
გერმანიის ჩემპიონები იმედოვნებენ, რომ სუპერპოლონელი 13 აპრილს, ფრანგულ გიგანტთან განმეორებითი შეხვედრისთვის უკვე მზად იქნება.
ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში "ბაიერნთან" ერთად მონაწილეობა 36 შეხვედრაში მიიღო, თავი კი 42 გოლითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
ლეგენდარული გერმანელის რეკორდთან ახლოს! ლევანდოვსკი დღიდან დღემდე უმატებს
ლევანდოვსკის მე-500 გოლი - "ბაიერნმა" ლიდერობა განიმტკიცა [VIDEO]