"დორტმუნდი" ჰოლანს 150 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის

AutoSharing Option
"დორტმუნდი" თავდამსხმელ ერლინ ჰოლანის ზაფხულში გაყიდვას არ აპირებს და უნდა, კიდევ ერთი წლით დაიტოვოს.

თუმცა, თუ რომელიმე კლუბი 150 მილიონ ევროს გადაიხდის, მაშინ ნორვეგიელ ფორვარდს შეელევა.

დღეს 20 წლის ფეხბურთელის მამა და აგენტი კატალონიაში ჩავიდნენ და "ბარსელონასთან" მოლაპარაკება გამართეს, ხოლო იქამდე "დორტმუნდის" სპორტულ დირექტორს, მიხაელ ცორკს დაელაპარაკნენ.

"დიახ, გუშინ ვესაუბრე აგენტ მინო რაიოლას. ჩვენ ჩვენი პოზიცია ჩამოვუყალიბეთ", - განუცხადა ცორკმა Sky Deutschland-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული