ESPN-ის ინფორმაციით, "დორტმუნდმა" გუნდის ინგლისელ გარემარბ ჯეიდონ სანჩოს ფასი განსაზღვრა, რისი მიღების შემთხვევაშიც 21 წლის ფეხბურთელს შეელევა.
ამერიკული გამოცემის მიხედვით, გერმანელებს 100 მილიონი ევრო დააკმაყოფილებთ და თავიანთ ერთ-ერთ ვარსკვლავს ამ თანხის სანაცვლოდ გაასხვისებენ.
შარშან სანჩოს შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედს" სურდა, თუმცა დორტმუნდელებმა 120 მილიონ ევროს ფეხი არ მოუცვალეს. ახლა კი თავიანთ დასმულ ფასს ოდნავ გადახედეს...
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჯეიდონ სანჩომ 23 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. კონტრაქტი "დორტმუნდთან" კი 2023 წლამდე აკავშირებს.