სამი ხედირამ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფეხბურთელი ბუცებს მიმდინარე სეზონის ბოლოს ჩამოკიდებს. 34 წლის ნახევარმცველი ამჟამად ბერლინის "ჰერტაში" გამოდის, წლების განმავლობაში კი მადრიდის "რეალისა" და "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.
მადრიდელებთან ერთად ხედირამ 2012 წელს ლა ლიგის, ხოლო 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო.