ლევანდოვსკი ესპანურ გრანდში თამაშზე ოცნებობს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ფორვარდი, As-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალში" თამაშზე ოცნებობს და ესპანურ გრანდში გადასვლა ძალიან სურს.

წყაროს ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელი ელოდება, თუ როდის გააკეთებს "ბლანკოსი" შეთავაზებას მისი ტრანსფერის შესახებ.

მადრიდში კარგად იციან ლევანდოვსკის მზადყოფნაზე, გადავიდეს "თეთრების" რიგებში, თუმცა "ბაიერნი" რობერტს ცოცხალი თავით არ უშვებს.

დიდი ალბათობით, ამ ტრანსფერის შესაძლებლობა მომავალ ზაფხულს გახდება რეალური, როცა პოლონელსა და ბავარიულ გრანდს შორის კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩენილი 1 წელი იქნება.

"ბაიერნში" შემტევის შემცვლელის ძიება უკვე დაიწყეს, რადგან შიშობენ, რომ ლევანდოვსკი კლუბის დატოვებას უფასოდ მოითხოვს.

მომზადებული As-ის მიხედვით