რამდენიმე დღის წინ ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო საყრდენმა ნახევარმცველმა ლოთარ მათეუსმა თანამემამულე ტონი კროოსი არ დაინდო, თუმცა ამაზე არ დაკმაყოფილდა და "რეალის" 8-იანს კბილი ისევ გაჰკრა.
SportBild-თან ინტერვიუში მათეუსმა თქვა, რომ კროოსს არ ჰქონდა უნარი, გაძღოლოდა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე.
"საკუთარი თავი იმაზე უკეთესი ჰგონია, ვიდრე მე ვაფასებ.
ვერ დავინახე ვნება, ცეცხლი და ვერტიკალური პასები. ბურთის ტექნიკურად კონტროლი არაფერს გაძლევს.
მისი ფეხბურთი ლამაზია, თუმცა არაეფექტიანი. მისი მოკლე პასები და გრძელი კროსები მისივე ვარცხნილობას ჰგავს: ლამაზია, სუფთა და სრულიად უნაკლო", - თქვა
მათეუსმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით