მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულ დირექტორს, ჰასან სალიჰამიდიჩს, არ სჯერა, რომ კლუბს ლიონელ მესის გაფორმება არ შეუძლია, რადგან არგენტინელი ვარსკვლავის მიერ მოთხოვნილი ხელფასი დაუჯერებლად მაღალია.
მესიმ "ბლაუგრანას" რიგებში გატარებული მრავალწლიანი კარიერა დაასრულა და ახლა ახალ გუნდს ეძებს, "ალბისელესტეს" კაპიტნის გუნდიდან წასვლა კი ლა ლიგის ფინანსურ-სამართლებრივმა რეგულაციამ გამოიწვია. ამრიგად, ლეომ კატალონიური გიგანტი უფასოდ დატოვა...
"სამწუხაროდ, მესის გაფორმება შეუძლებელია" - ციტირებს Sport1 სალიჰამიდიჩს.
"ჩვენ მასთან არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. მესის "ბაიერნში" მოყვანა შეუძლებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრანსფერში თანხის გადახდა არ გიწევს".
თუმცა "რეკორდმაისტერის" სპორტულმა
დირექტორმა გუნდში ახალ ფორვარდთან დაკავშირებით პატარა ინტრიგა ჩააგდო:
"რა თქმა უნდა, ერლინ ჰოლანი ახალგაზრდა და ძალიან კარგი შემტევია. ამრიგად, შენ ყველა ვარიანტში მისთვის ყურადღების მიქცევა გიწევს. ნირვეგიელი უმაღლესი ხარისხის მოთამაშეა, გულშემატკივარს ის ძალიან უყვარს".
მომზადებულია marca-ს მიხედვით