ლეგენდარული გერმანელი თავდამსხმელი გერდ მიულერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მიუნხენის "ბაიერნმა", რომლის რიგებშიც თავდამსხმელი 1964-1979 წლებში თამაშობდა, ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწერა:
"დღეს მსოფლიო გაირინდა. კლუბი და ფანები მწუხარებას გამოხატავენ გერდ მიულერის სიკვდილის გამო, რომელიც დღეს, კვირა დილით 75 წლის ასაკში გარდაიცვალა".
მიულერმა ფეხბურთელის რანგდში გფრ-ს ჩემპიონატი და თასი 4-4-ჯერ მოიგო, ევროპის ჩემპიონთა თასი კი - 3-ჯერ, ასევე, ერთხელ გაიმარჯვა თასების მფლობელთა თასსა და საკონტინენტთაშორისო თასზე.
გფრ-ს რიგებში მიულერმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1974 წელს მოიგო, ხოლო ევროპის ჩემპიონი 1972 წელს გახდა.
გერმანელმა
"ოქროს ბუცი" ორჯერ (1970, 1972) დაისაკუთრა, 1970 წელს კი "ოქროს ბურთიც" მიიღოს. გარდა ამისა, 365 გატანილი გოლით გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდრი გახლავთ.
გაცხადდა, რომ ბოლო წლებში მიულერი ალცაიმერის დაავადებას ებრძოდა.