"ბილდის" ცნობით, გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, მარიო გიოტცეს უმცროსმა ძმამ, "კაიზერსლაუტერნის" ნახევარმცველმა ფელიქს გიოტცემ, მატჩისას მძიმე ტრავმა მიიღო.
23 წლის ფელიქსი ბერლინის "ვიქტორიასთან" მესამე ბუნდესლიგის მატჩის 72-ე წუთზე დაშავდა - მოედნის ცენტრში შეჯახებისას თავით დაეცა, ადგილზე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მას თავის ქალაში ბზარი აქვს და რეანიმაციაში იმყოფება.