"დორტმუნდი" დამარცხდა, ჰოლანმა შეხვედრა პირწმინდად ჩააგდო

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის მე-2 ტურში "ფრაიბურგმა" "დორტმუნდს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-6 წუთზე, ვინჩენცო გრიფოს გოლით გახსნეს. მიუხედავად, სტუმრების დიდი უპირატესობისა, პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ნახევარიც მოულოდნელი სცენარით წარიმართა, 53-ე წუთზე "ფრაიბურგის" ფეხბურთელებმა სხვაობა 2-მდე გაზარდეს, თავი როლან სალაიმ გამოიჩინა, მეორე გაშვებული გოლიდან 3 წუთში ბორუსიელებმა ჩამორჩენა შეამცირეს, იანიკ კაიტელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ამის შემდეგ "დორტმუნდის" ფეხბურთელებმა კიდევ უფრო დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მეტოქის კარის აღება ვეღარ მოახერხეს და 2021/2022 წლის ბუნდესლიგის სეზონში პირველი მარცხი
იწვნიეს, რაც დიდ წილად გუნდის ლიდერის, ერლინ ჰოლანის ჩაგდებული შეხვედრის ბრალია.

ამრიგად, "ფრაიბურგი" 2 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, ბორუსიელები 3 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან.

"ფრაიბურგი" მომდევნო მატჩს 28 აგვისტოს, "შტუტგარდის" წინააღმდეგ გამართავს, "დორტმუნდი" 27 აგვისტოს "ჰოფენჰაიმს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული