"ბაიერნმა" ავსტრიელი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
ავსტრიის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი მარსელ ზაბიტცერი კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს.

"ბაიერნმა" ზაბიტცერი 15 მილიონ ევროდ შეიძინა (პლუს ბონუსები), კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმა და 18-ნომრიანი მაისური გადასცა.

გასულ სეზონში მან "ლაიპციგში" 39 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ზაბიტცერს ავსტრიის ნაკრებში 54 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული