დრამა ლევერკუზენში - "დორტმუნდმა" 4:3 მოიგო, ჰოლანმა დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მეოთხე ტურში „დორტმუნდმა“ გასვლაზე „ბაიერი“ დრამატულ მატჩში 4:3 დაამარცხა.

ჰოლანმა დუბლი შეასრულა, ზედიზედ 5 მატჩში გაიტანა და მის ანგარიშზე „დორტმუნდში“ 65 შეხვედრაში 65 გოლია.

„დორტმუნდი“ 9 ქულით მეორე ადგილზეა და 19 სექტემბერს „უნიონს“ უმასპინძლებს, იქამდე კი 15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე სტამბულში „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდება.

„ბაიერი“ 7 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 19 სექტემბერს სტუმრად „შტუტგარტს“ შეხვდება. „ფარმაცევტები“ 16 სექტემბერს ევროპა ლიგაზე „ფერენცვაროშს“ უმასპინძლებენ.

ლევერკუზენი. „ბაიარენა“. 17 605 მაყურებელი
ბაიერი - დორტმუნდი 3:4
გოლები: 1:0 ვირტცი (9), 1:1 ჰოლანი (37), 2:1 შიკი
(45+1), 2:2 ბრანდტი (49), 3:2 დიაბი (55), 3:3 გერეირო (71), 3:4 ჰოლანი (77, პენ)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული