ლეონ გორეცკა და მიუნხენის "ბაიერნი" ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ბავარიული გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, გერმანელი ფეხბურთელი "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში 2026 წლამდე დარჩება.
უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორეცკას ხელფასი 12-15 მილიონი ევრო იქნება, თუმცა მიუნხენელთა ხელმძღვანელობა ფინანსურ დეტალებზე ღიად ჯერ არ საუბრობს.
შგახსენებთ, გასულ წელს ყველა ტურნირზე ნახევარმცელმა "ბაიერნის" ფორმა 32-ჯერ მოირგო, თავი კი 8 გოლითა და 7 ასისტით გამოიჩინა. "რეკორდმაისტერამდე" ლეონი "შალკესა" და "ბოხუმში" გამოიტოდა.
გერმანული Transfermarkt-ის ცნობით, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევრო იქნება.
მომზადებულია championat-ის მიხედვით