გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში "დორტმუნდმა" ბერლინის "უნიონს" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი რაფაელ გერეიროსა (მე-10 წუთი) და ერლინ ჰოლანის (24-ე წუთი) გოლებით მოიგეს, 52-ე წუთზე მარვინ ფრიდრიხმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ბორუსიელების უპირატესობა 3 ბურთიანი გახდა.
57-ე წუთზე მაქს კრუზემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, 81-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ანდრეას ვოგლსამერმა სხვაობა ერთამდე შეამცირა, თუმცა 83-ე წუთზე ერლინ ჰოლანმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
5 ტურის შემდეგ "დორტმუნდს" 12 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება, "უნიონი" 6 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.
"ყვითლები" მომდევნო შეხვედრას 25 სექტემბერს, "გლადბახის" წინააღმდეგ გამართავენ, ბერლინელები იმავე რიხვში "არმინიას" დაუპირისპირდებიან.