"ბაიერნისა" და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს, ლუკას ერნანდესს, მეუღლესთან, ამელია დე ლა ოსა ლორენტესთან მიახლოების წესის დარღვევისთვის ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ამის შესახებ ინფორმაცია მადრიდის უმაღლესმა სასამართლომ გამოაქვეყნა.
2017 წელს, როდესაც ჯერ კიდევ "ატლეტიკოში" თამაშობდა, ლუკასმა ამელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რომელიც მაშინ მისი გოგონა იყო. ადგილობრივმა სასამართლომ ოჯახური ძალადობის გამო მას 31 დღით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა და გოგონასთან 500 მეტრზე მიახლოება აუკრძალა.
ამის შემდეგ ლუკასი და ამელია შერიგდნენ, 2017 წელს იქორწინეს, ამ ზაფხულს შვებულება ერთად გაატარეს და ფეხბურთელი ამისათვის
AS-ის ცნობით, ერნანდესმა საჩივარი შეიტანა და სასამართლო 19 ოქტომბერს გაიმართება.
საინტერესოა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება არა წყვილის ერთად გადაღებულ ფოტოზე დაყრდნობით გამოიტანა, არამედ იმის გამო, რომ თვითმფრინავით ერთად იმგზავრეს.