გერმანიის თასის მე-2 ტურში "გლადბახმა" "ბაიერნს" უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი მოედანზე ძირითადი შემადგენლობით გამოვიდა, "რეკორდმაისტერის" ასეთი მარცხი კი მართლაც რომ უცნაურია.
მასპინძლებმა პირველივე ტაიმში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. დებიუტშივე კუადიო კონეს (2) გოლს რემი ბენსებაინიმ მე-15 და 21-ე წუთებზე გატანილი გოლები დაამატა და საკუთარი გუნდი შესვენებაზე 3-ბურთიანი უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ნახევარში ბრილ ემბოლომ 6-წუთიან მონაკვეთში (51 და 57) მიუნხენელების კარი 2-ჯერ აიღო და სხვაობა უკვე გამანადგურებელი გახადა.
ამრიგად, "ბაიერნი" გერმანიის თასის გათამაშებას გამოეთიშა, "გლადბახი" კი ასპარეზობას განაგრძობს.
რაც შეეხება ბუნდესლიგას, მოქმედი ჩემპიონი მე-10 ტურის მატჩს 30 ოქტომბერს "უნიონთან" გამართავს.
ბორუსიელები 31 ოქტომბერს "ბოხუმს" უმასპინძლებენ.