გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "შტუტგარტს" ესტუმრა და 5:0 დაამარცხა.
1-ლი ტაიმი 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი სერჟ გნაბრიმ მე-40 წუთზე გაიტანა.
აი, მეორე ტაიმში კი "რეკორდმაისტერმა" გაიბრწყინა. სერჟმა მეტოქის კარი კიდევ 2-ჯერ, 53-ე და 74-ე წუთებზე აიღო; ასევე, ორი საგოლე გადაცემა რობერტ ლევანდოვსკის (69, 72) გაუკეთა.
ამრიგად, "ბაიერნი" 40 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 17 დეკემბერს, "ვოლსფბურგის" წინააღმდეგ გამართავს.
"შტუტგარტი" 17 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს. მე-17 ტურში (19 დეკემბერს) "კიოლნს" ესტუმრება.