მიუნხენის "ბაიერნი" და მანუელ ნოიერი დიდი ალბათობით ახალ ხელშეკრულებას გააფორმებენ.
გერმანელ მეკარეს ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
როგორც Sky Sport Deutschland ირწმუნება, მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ და ახალ, 3 წლიან ხელშეკრულებასაც გააფორმებენ.
შეგახსენებთ, მანუელი "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში 2011 წლიდან გამოდის.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით