მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერები "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტის განახლებას გეგმავენ.
საუბარია რობერტ ლევანდოვსკიზე, ტომას მიულერსა და მანუელ ნოიერზე. შეგახსენებთ, სპორტსმენებს გუნდთან არსებული ხელშეკრულების ვადა 2023 წელს გასდით, ხელახალი მოლაპარაკების შემდეგ კი კონტრაქტი 2025 წლამდე გაგრძელდება. ამ ინფორმაციას Sport Bild-იც ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ ნოიერს საერთოდაც კარიერის დასრულება მიუნხენურ გუნდში სურს. ამ მხრივ, მოლაპარაკებები პოლონელთან ჯერ არ დაწყებულა.
რაც შეეხება ტომასს, პირველ რიგში, გერმანული მხარე ნახევარმცველს შეუთანხმდება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით