სასიხარულო ინფორმაცია "ბაიერნის" ქომაგებს - 3 ლიდერი კონტრაქტს გაახანგრძლივებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერები "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტის განახლებას გეგმავენ.

საუბარია რობერტ ლევანდოვსკიზე, ტომას მიულერსა და მანუელ ნოიერზე. შეგახსენებთ, სპორტსმენებს გუნდთან არსებული ხელშეკრულების ვადა 2023 წელს გასდით, ხელახალი მოლაპარაკების შემდეგ კი კონტრაქტი 2025 წლამდე გაგრძელდება. ამ ინფორმაციას Sport Bild-იც ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ ნოიერს საერთოდაც კარიერის დასრულება მიუნხენურ გუნდში სურს. ამ მხრივ, მოლაპარაკებები პოლონელთან ჯერ არ დაწყებულა.

რაც შეეხება ტომასს, პირველ რიგში, გერმანული მხარე ნახევარმცველს შეუთანხმდება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენ ეტყობა ბაიერნის ფანი ხართ ვინც ამას წერთ, ყოველ დღე ხო არ შეიძლება ერთი და იგივეს დაწერა? გავიგეთ ბატონო გავიგეეეეეთ
გიორგი
06 მარტი 2022 17:26
1
ეგრე რა თქვე დალოცვილებო, სამი მუშკეტერი. მიულერის კარიერას თვალს თუ გადაავლებთ, მიხვდებით, თუ რამდენი დრო და გამოცდილება სჭირდება იმას, რომ გახდე ფეხბურთის პროფესორი, არასოდეს მიულერი ასეთი პროდუქტიული არ იყო, თუმცა გოლები სულ გაჰქონდა, ახლა რასაც ის მოედანზე აკეთებს, მხოლოდ ერთი სიტყვა მოგდის თავში-პროფესორი. დაახლოებით იგივე ტრანსფორმაცია განიცადა ბენზემამ, გოლები მასაც სულ გაჰქონდა, მაგრამ ახლანდელი ბენზემა არ ვიცი ძმაო, ეგეც პროფესორი გახდა. ეს ისტორიები ჩვენი ბიჭებისთვის კარგი მაგალითია, იშრომეთ ბიჭებო, ივარჯიშეთ კარიერის ბოლომდე და თქვენც შეგიძლიათ ასეთ სიმაღლეებზე ახვიდეთ და გაახაროთ ბოლო ბოლო ჩვენი ქომაგი.
ბადრი ბ
23 თებერვალი 2022 19:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული