"შალკე" აღზევდა - "კობის" მილოცვა და "იაშკას" მიღწევა

AutoSharing Option
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 33-ე ტურში გელზერკირხენის "შალკე" "სტ. პაულთან" 0:2 მარცხდებოდა, თუმცა გამარჯვებას (3:2) მიაღწია. ამით ცნობილმა კლუბმა ბუნდესლიგის საგზური გაიფორმა.

სიმონ ტეროდემ დუბლი შეასრულა და მასპინძლებს გაამარჯვებინა. აღსანიშნავია, რომ 34 წლის ფორვარდი გერმანიის რანგით მე-2 ლიგის საუკეთესო მეგოლეა. ცნობისთვის, ალექსანდრე იაშვილს აქ 47 გოლი აქვს დაგროვილი.

"ხუმარებს" აღზევება სოციალური ქსელის მეშვეობით მათმა ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც მიულოცა.

ბოლო ტურის წინ, "ვერდერს" 60 ქულა აქვს, გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგსა"
და "დარმშტადს" კი თანაბარი - 57-57 და წინ საინტერესო ფინიში გველის.

alt"ჩაკვეს" ისევ არ უთამაშია, "ჰამბურგმა" მოიგო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული