"დორტმუნდმა" მწვრთნელი გადააყენა

AutoSharing Option
"დორტმუნდმა" მწვრთნელ მარკო როზესთან თანამშრომლობა შეწყვიტა, - იტყობინება კლუბის საიტი. გადაწყვეტილება როზეს კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე იქნა მიღებული.

როზესთან ერთად გუნდი მისმა თანაშემწეებმა - რენე მარიჩმა, ალეკსანდრ ციკლერმა და პატრიკ ეიბენბერგერმა დატოვეს.

როზე "დორტმუნდს" 2021 წლის ივლისში ჩაუდგა სათავეში და გუნდი მისი ხელმძღვანელობით ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე გავიდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დორტმუნდს" ედინ ტერზიჩი ჩაიბარებს, რომელიც ამ გუნდში 2021 წლამდე მუშაობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული