"ბაიერნმა" ლევანდოვსკის შემცვლელს პრემიერლიგაში მიაგნო

AutoSharing Option
Spox-ის ინფორმაციით, "ბაიერნმა" "ევერტონიდან" ბრაზილიელი შემტევის რიშარლისონის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო და ფეხბურთელის აგენტსაც დაუკავშირდა.

"რეკორდმაისტერს" ეს საჭიროება მას შემდეგ დაუდგა, რაც გუნდის პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ "ალიანს არენას" დატოვება გადაწყვიტა.

რიშარლისონს "გუდისონ პარკის" ბინადრებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე პრემიერ ლიგაში მან 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 10 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ლევანდოვსკის, ის სავარაუდოდ, კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ლევანდოვსკის ბაიერნში უახლოეს 10 წელი და შეიძლება უფრო მეტიც ვერავინ შეცვლის. კაცმა გერდ მიულერის შედეგები დაამხო რა შემცვლელზეა საუბარი?
G.LA
18:25 21-05-2022
4
დიდი ბოდიში, მაგრამ რომ არ ვთქვა, არ შემიძლია - ქართულში კიდევ ერთი რუსული ჟარგონი შემოვიდა - მაზგაჩობ. თავიდან ვერ მივხვდი რა არის, მერე გავიგე: რუსულად მოზგი ტვინია. სხვათა შორის, ასეთი ტერმინი (მაზგაჩი) რუსულში არ არის. თუ მაინცდამაინც ჟარგონით გინდათ დაწეროთ, გამოიყენეთ ქართული - ნუ ტვინიკოსობ ან რაიმე სხვა.
ნუკრი
19:59 21-05-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული