ხვიჩას ყოფილი თანაგუნდელი "ჰერტაში" გადავიდა

AutoSharing Option
"რუბინში" ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი, 25 წლის ხორვატი მცველი ფილიპ ურემოვიჩი, კარიერას ბუნდესლიგის "ჰერტაში" გააგრძელებს.

ურემოვიჩი ბერლინურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

"მინდა ჩემს კარიერაში შემდეგი ნაბიჯი გადავდგა, სრულყოფა გავაგრძელო და გუნდს დავეხმარო - აი, რატომ ვარ აქ", - განუცხადა ურემოვიჩმა "ჰერტას" საიტს.

"რუბინთან" ხელშეკრულების შეჩერების შემდეგ ურემოვიჩი "შეფილდ იუნაიტედში" გადაბარგდა, მისმა აგენტმა კი განაცხადა, რომ ყაზანში 30 ივნისს დაბრუნდებოდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული