გნაბრისთან შეთანხმება ვერ ხერხდება - "ბაიერნი" კიდევ ერთ გამორჩეულ შემტევს კარგავს?

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ვინგერს სერჟ გნაბრის გუნდის შეცვლა სურს. გერმანიის ნაკრების შემტევმა "რეკორდმაისტერის" მიერ შეთავაზებულ მსუყე კონტრაქტზე უარი განაცხადა.

26 წლის ფეხბურთელს ახალი გამოწვევები და კარიერის სხვა ჩემპიონატში გაგრძელება უნდა.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა "ბაიერნის" დირექტორმა ჰერბერტ ჰაინერმაც.

"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვთამაზობთ სერჟს კონტრაქტს, სამწუხაროდ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ჰაინერმა გერმანულ Bild-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, 26 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში ბუნდესლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 14 გატანილი გოლითა და 6 ასისტით გამოიჩინა.

ფეხბურთელი 70 მილიონ ევროდაა შეფასებული,
თუმცა კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და იმ შემთხვევაში, თუ იგი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, გერმანულ გრანდი გაცილებით ნაკლებ ფასად გაყიდის. შემტევის დამატებით მადრიდის "რეალი" ინტერესდება, თუმცა გუნდებს შორის მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით.

მოამზადა ნიკალა მახარობლიშვილმა

მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვე ღორებო, გადაუხადეთ და დარჩებიან, სანამ არ დაშლით ამ გუნდს, მანამ არ მოისვენებთ?
ბაიერნი
21:06 05-06-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული