"მოუხდება თუ არა პოლონელი "ბარსელონას"? ჩვენ ლევანდოვსკიზე ვსაუბრობთ..." - გვარდიოლა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა და "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელმა დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ რობერტ ლევანდოვსკის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტმა პეპს ჰკითხა, მოერგება თუ არა ლევანდოვსკი "ბლაუგრანას" და თუ მოახერხებს გუნდი მის შეძენას.

"რთული ფინანსური სიტუაციის გამო წარმოდგენა არ მაქვს, "ბარსა" რობერტის შეძენას მოახერხებს თუ არა. რაც შეეხება შეკითხვას შეთამაშებაზე, ჩვენ ლევანდოვსკიზე ვსაუბრობთ. ის წარმოუდგენლად სწრაფად გადის ადაპტაციას, მაგრამ საკითხავია, რამდენად მოისურვებს "ბაიერნი" მის გაშვებას" - გვარდიოლა.

შეგახსენებთ, ცენტრფორვარდი "რეკორდმაისტერის" დატოვებას აქტიურად ცდილობს და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებას და სთხოვს გუნდს, რომ
"ბარსელონაში" გადასვლის საშუალება მისცეს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოვიდეს ლევანა ბარსაში, თანაც "ასაკით ძალიან პატარააა" და მომავლის ფეხბურთელადაც ჩამოყალიბდება ბარსაში.
ახალი ერა!
16:06 08-06-2022
3

სიახლეები პოპულარული