"მას მიუნხენში ველოდები" - სალიჰამიჯიჩი ლევანდოვსკის ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კლუბიდან რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა:

"ჩვენი პოზიცია ნათელია - რობერტს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. "ბარსელონას" ახალი შეთავაზება? - ამის შესახებ არ ვფიქრობ.

მოუთმენლად ველოდები ლევანდოვსკის ჩვენს საწვრთნელ ბაზაზე 12 ივლისს", - ამბობს სალიჰამიჯიჩი.

შეგახსენებთ, რომ პოლონელ ფორვარდს ამ ზაფხულს "ბარსელონას" აქტიურად უკავშირებენ. გარიგების საფასურად 50 მილიონი ევრო სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
სიახლეები პოპულარული