"ბაიერნის" გასახდელში სიტუაცია იძაბება - ლევანდოვსკის თანაგუნდელებთან ურთიერთობა გაუფუჭდა

AutoSharing Option
"ბაიერნის" მოთამაშეები რობერტ ლევანდოვსკის საქციელებით იმედგაცრუებულნი არიან.

The Athletic-ის ცნობით, პოლონელმა გუნდის დატოვების შესახებ თანაგუნდელებს რამდენიმე თვის წინ აცნობა, ასე რომ მათთვის ფორვარდის გადაწყვეტილება სიახლე არ ყოფილა.

თუმცა კლუბის წევრები ლევანდოვსკის საჯარო ინტერვიუებისა და გუნდისადმი უპატივცემულობის გამო აღშფოთებას ვერ მალავენ.

შეგახსენებთ, შემტევს კარიერის გაგრძელება მხოლოდ "ბარსელონაში" სურს, კატალონიელებმა მის სანაცვლოდ მეორე 40 მილიონიანი შეთავაზება გააკეთეს, თუმცა "რეკორდმაისტერი" 50 მილიონ ევროს ითხოვს და პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
მსოფლიოს ყველაზე წუწურაქი გუნდია ბაიერნი. ეგენი ჰალანდს და მბაპეს არ იყიდიან ორივეს 50 მილიონად. უნდა წავიდეს აბა რა უნდა ქნას? ბარსა და რეალი ხო ყველაზე დიდი გუნდებია.
ბაიერნი რეალის ბულკი
05:10 26-06-2022
4
აქ ვიღაცას ბარსას კომენტარზე უწერია გასაქცევი დე იონგი დააწყნარე, ჯერ დავიწყოთ იმით რო დე იონგი ცალ ცალკე იწერება, მეორე ის რო ფეხბურთი არ იცი, რო იცოდე ისიც გეცოდინებოდა რო დე იონგი კი არ გარბის პირიქით იძახის ჩემი ოცნების კლუბში ვთამაშობ და აქ მინდა კარიერის დასრულებაო. ასე რომ სხვა სპორტს მიაწექი მეგობარო ფეხბურთი შენი საქმე არ არის. დ.დ.
სერგი
04:39 26-06-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული